რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი "უნივერსი" (ყოფილი "ემბრიოტოქსი") დაარსდა 2007 წელს და მოკლე პერიოდში უკვე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. შეიძლება ითქვას, რომ ცენტრი არის უნიკალური სამედიცინო დაწესებულება, სადაც შეიძლება რეპროდუქციული ჯამრთელობის სფეროში ყველა სახის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიღება დაწყებული ორსულობისთვის მომზადებით, ორსულობის მეთვალყურეობით და დამთავრებული მშობიარობით.

ცენტრის მისიას წარმოადგენს რეპროდუქციული დარღვევების ყველა სახის პროფილაქტიკა, ადრეული, ზუსტი დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობა, რაც საბოლოო შედეგის მიღწევას  - ჯამრთელი ბავშვის დაბადებას უზრუნველყოფს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არათუ საქართველოში, არამედ შესაძლოა მსოფლიოშიც, იშვიათად მოიძებნება დაწესებულება, სადაც ქალსა და მამაკაცს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ ჩაიტარონ რეპროდუქციული დარღვევების სრულყოფილი, კომპლექსური თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა. სწორედ ასეთ შესაძლებლობებს იძლევა ცენტრში არსებული ამბულატორიული და სტაციონარული განყოფილებები ორივე სქესის პაციენტებში რეპროდუქციული დარღვევების, როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მკურნალობისთვის.

კლინიკაში არსებული კომფორტული გარემო, უახლესი მსოფლიო დონის აღჭურვილობა, კვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, კეთილგანწყობილი, გამოცდილი, მუდმივად განახლებადი ცოდნის მქონე ავტორიტეტული, მაღალკვალიფიციური კადრები განაპირობებენ სამედიცინო მომსახურების მაღალ ხარისხს და პაციენტთა კმაყოფილებას და ნდობას.

პრაქტიკული საქმიანობის გარდა ცენტრში "უნივერსი" დიდი ყურადღება ექცევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას. ცენტრის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი სამეცნიერო კვლევებში, სამედიცინო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მომზადებაში. საერთაშორისო კონგრესის, კონფერენციების, სემინარების მუშაობაში, ასევე უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესში. მეტად მნიშვნელოვანია ცენტრის საქმიანობაში ახალგაზრდა კადრების მომზადება - ცენტრი წარმოადგენს თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის კლინიკურ ბაზას მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიაში რეზიდენტებისა და დოქტორანტებისათვის.

ცენტრის საქმიანობის როგორც პრაქტიკულ, ასევე სამეცნიერო პრიორიტეტს წარმოადგენს უშვილობა, განსაკუთრებით იმუნოლოგიური. ცენტრს "უნივერსი" ამ მიმართულებით მუშაობის ექსკლუზიური გამოცდილება გააჩნია. ცენტრის მიერ ამ სფეროში ჩატარებული სამეცნიერო კვლევის შედეგები ინტერესს იმსახურებს, არამარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.